ჰიგიენა პრევენციაა

პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა ადრეული ასაკიდან პრევენციის პირველი ნაბიჯია. კბილების პრობლემების პირველი გამომწვევი მიზეზი, სწორედ კბილებზე დარჩენილი საკვების ნარჩენებია. 

-პატარების კბილების წმენდა ადრეულ ასაკში უნდა დაიწყო, როგორც კი პირველი კბილი ამოიჭრება. გამოიყენე ასაკის შესაბამისი ჯაგრისი და სპეციალური, დენტალური ხელსახოცები - პირის ღრუსა და ღრძილების ზედაპირების გასაწმენდად. უმნიშვნელოვანესია ძილის წინ ჰიგიენა, რადგან ძილში პირის ღრუს თვითწმენდის პროცესი არ მიმდინარეობს და მათი ზედმიწევნით გაწმენდა აუცილებელია.

-სწორად შერჩეული კბილის პასტა და ჯაგრისი დაგეხმარება, ბავშვი კბილების მოვლის პროცესით დააინტერესო და ასწავლო პირის ღრუს ჰიგიენის რუტინა.

აირჩიე ბავშვის ასაკის შესაბამისი პასტა და ჯაგრისი გამორჩეული შეფუთვით - პროცესის გასახალისებლად, და პასტა გემრიელი შიგთავსით - გულის რევის რეფლექსის თავიდან ასაცილებლად.

სასურველია, პასტა არ შეიცავდეს ფტორს, რადგან ეს ნივთიერება ტოქსიკურია და შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საშიშიც კი აღმოჩნდეს. სანაცვლოდ, უპირატესობა მიანიჭე კბილის პასტას, რომელიც შედგება ტიტანისა და სიცილიუმის დიოქსიდებისგან - ეს ნივთიერებები მინანქრის სიჯანსაღეს შეინარჩუნებენ.

ბავშვის კბილის ჯაგრისის თავი პატარა, ხოლო ჯაგრულები რბილი უნდა იყოს, ასე კბილები ღრძილთან ახლოს ეფექტურად და დისკომფორტის გარეშე იწმინდება. 

-თუმცა, უნდა იცოდე, რომ კბილების გახეხვის პროცესში რთულად მისადგომი ადგილები რჩება, შესაბამისად, მაღალია კარიესის და სხვა დაავადებების გაჩენის საშიშროება.

კბილების პროფესიული წმენდა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკაში.

ჩვენთან ულტრაბგერის და Air-Flow სისტემების გამოყენებით ექიმი დეტალურად გაწმენდს შენი პატარას კბილებს, პარალელურად, დაათვალიერებს პირის ღრუს და კბილების მდგომარეობას. ამით შეძლებ დაავადებების პრევენციას, ან ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას.

სწორად შერჩეული კბილის პასტა და ჯაგრისი, ადრეულ ასაკში დაწყებული და ძილის წინა ჰიგიენის პროცედურები შეამცირებს კარიესის რისკებს, უსიამოვნო შეგრძნებებს და მაქსიმალურად გაამარტივებს ჰიგიენის რუტინის შენარჩუნებას ბავშვებში, თუმცა დამატებით აუცილებელია, პერიოდული ვიზიტები სტომატოლოგთან წმენდისა და პრევენციული დათვალიერებისათვის.

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდი ნომერზე: (032) 2322227
Edit row
Edit col

ვიზიტის დაჯავშნისთვის შეარჩიეთ კონკრეტული ექიმი ან დაგვიკავშირდით!